ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ტაილერ რობინსონს ოფიციალურად წაუყენეს 7-პუნქტიანი ბრალდება. მკვლელობის გარდა ბრალდებებს შორისაა მოწმეებზე ზეწოლა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.
22 წლის ტაილერ რობინსონს ბრალი 16 სექტემბერს წაუყენა იუტის შტატის პროკურატურამ.
ბრალის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა ჯეფ გრეიმ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა იქნება ტაილერ რობინსონის სიკვდილით დასჯა.
გამოძიების თანახმად, ტაილერ რობინსონმა ჩარლი კირკი განზრახ მოკლა მისი შეხედულებების გამო.
ასევე ნახეთ ვინ იყო ჩარლი კირკი?კონსერვატორ ბლოგერს და აქტივისტს, პრეზიდენტ ტრამპის აქტიურ მხარდამჭერ ჩარლი კირკს 10 სექტემბერს ესროლეს იუტა ველის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს.
მძიმედ დაჭრილი 31 წლის ჩარლი კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 22 წლის ტაილერ რობინსონი 12 სექტემბერს დააკავეს.