გაზეთი აღნიშნავს, რომ სანქციების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა. თუმცა, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობის შეძენას, დაიმუქრნენ, რომ ამ ზომებს ვეტოს დაადებენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადრე არაერთხელ გადადო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიღება და ასევე დაიმუქრა ევროკავშირის გადაწყვეტილებებისა და განცხადებების დაბლოკვით. როგორც FT აღნიშნავს, 2023 წელს ევროკომისიამ უნგრეთისთვის დაახლოებით 10 მილიარდი ევროს სუბსიდიები გამოათავისუფლა, რათა თავიდან აეცილებინა ბუდაპეშტის ვეტო უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებაზე.
ასევე ნახეთ როგორ გადაიქცა "დრუჟბა" იარაღად - მორიგი არამეგობრული დაპირისპირება უკრაინასა და უნგრეთს შორის2022 წელს ბრიუსელმა გაყინა უნგრეთისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაახლოებით 22 მილიარდი ევროს ფონდი. ამის მიზეზები იყო შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ლგბტ უფლებების პატივისცემის, სიტყვის თავისუფლების, ლტოლვილთა უფლებების და სხვა მრავალი საკითხის თაობაზე.
19 სექტემბერს ევროკომისიამ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი. სანქციების სიაში შევა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 118 გემი. ამგვარად, ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი რუსული გემების საერთო რაოდენობა 560-ს გადააჭარბებს. ახალი პაკეტის ერთ-ერთი დებულებაა წინადადება, რომელიც 2027 წლის 1 იანვრიდან რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები ასევე შეეხო რუსეთის უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებს - „როსნეფტს“ და „გაზპრომ ნეფტს“.
ასევე ნახეთ ევროკომისიამ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი ასევე ნახეთ შეუძლიათ თუ არა ნატოს ქვეყნებს, შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა, როგორც ამას ტრამპი ითხოვს?