„ჩვენ მშვიდობის ერთგულები ვრჩებით, მაგრამ ტანგოსთვის ორნი არიან საჭირო“, თქვა მან და იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი „გამოფხიზლდება და რეალობას მიიღებს“.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი ადრე აცხადებდა, რომ სამმხრივი შეხვედრის მოლოდინი ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაუშვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა, მაგრამ აცხადებს, რომ კიევთან ძირითად საკითხებზე შეთანხმებების მიღწევა შეუძლებელია.
ამავე დროს ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ნატოს ქვეყნების მეშვეობით შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას. ვენსის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე ნახეთ დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში დადებითი ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადებაThe Wall Street Journal-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი არ არის წინააღმდეგი კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის Tomahawk-ის გადაცემისა. თუმცა, Axios-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ტრამპი ეწინააღმდეგება ნატოს მეშვეობით მათ მიწოდებას.
თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებებით დასრულდება. მან პირობა დადო, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მიეცემა.
ასევე ნახეთ WSJ: ტრამპი მზადაა, იფიქროს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლების მიცემაზე