მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 97% დათვლილია, დამაჯერებლად ლიდერობს პრეზიდენტ სანდუს პარტია

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაითვალა ხმების 97% - ამ დროის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში თითქმის 49%-ით ლიდერობს პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“.
განახლება მოლდოვაში საპარლამენტო უმრავლესობა ისევ პრეზიდენტ სანდუს პროევროპულმა პარტიამ მოიპოვა

25%-ით მეორე ადგილზე არის პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

ხმების 8% აქვს კიდევ ერთ, მეტწილად პრორუსულად მიჩნეულ „ალტერნატივას“, რომელიც 2025 წელს შექმნა კიშინიოვის მერმა იონ ჩაბანმა.

არჩევნების წინ მაია სანდუმ თანამოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს. მან აღნიშნა, რომ რუსეთი მნიშვნელოვან სახსრებს გაიღებს იმისთვის, რომ საკუთარი მომხრეები მოიყვანოს ხელისუფლებაში. სანდუს თქმით, მოსკოვი „ასობით მილიონ დოლარს“ ხარჯავს და ცდილობს მოლდოველი ამომრჩევლების ხმები იყიდოს.

რუსეთი უარყოფს ამას და აცხადებს, რომ ის არ ერევა უცხო ქვეყნების არჩევნებში.

ასევე ნახეთ როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას
ასევე ნახეთ რუსეთი მოლდოველ მღვდლებს ფულს უხდიდა არჩევნებზე გავლენის მოსახდენად