რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს

ხარკოვის დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლი. 2025 წლის 1 ოქტომბერი

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით კომბინირებული იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.

ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის კიევის და სალტოვის რაიონებს ავიაბომბებით დაარტყეს, ქალაქის შემოგარენს კი - ბალისტიკური რაკეტებით.

მერის ცნობით, დაჭრილია სულ მცირე 6 ადამიანი. დანგრეულია კერძო სახლები. ხანძრები გაჩნდა რამდენიმე ადგილას, მათ შორის ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე.

ასევე ნახეთ უკრაინაზე დრონებით შეტევა იყო, სუმიდან ერთი ოჯახის ოთხი წევრის დაღუპვის შესახებ იუწყებიან