ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე „უცხოელ აგენტად“ მოიხსენია

ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა, ის „უცხოელ აგენტად“ მოიხსენია.
ასევე ნახეთ ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს

მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ევროპელი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პარლამენტთან აქციაზე მისვლის გამო.

„ზუსტად იგივე სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, რაც აქვს საქართველოში ბაია პატარაიას [არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი]. არაფრით არ განსხვავდება - ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორც არის ბაია პატარაია საქართველოში. ამიტომ აზრი არ აქვს. ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, არცკი დაელაპარაკა. გავიდა 51-ე „აკაცუკად“ აქციაზე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავალება აქვს მიღებული, რომ საქართველოში წაახალისოს რევოლიური პროცესი“.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის შეხვედრა ელინა ვალტონენთან არა მასპინძლის, არამედ სტუმრის ინიციატივით გაუქმდა - ფინური გამოცემა Helsingin Sanomat

14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის გუშინ, 14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება.

ასევე ნახეთ „ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“ - ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეს შეხვდა
ასევე ნახეთ ეუთოს თავმჯდომარე პარლამენტთან დემონსტრანტებს შეხვდა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე ნახეთ კობახიძემ გააუქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში“ მონაწილეობის გამო