რუსმა ჰაკერებმა რვა ბრიტანული სამხედრო ბაზის დოკუმენტები გაავრცელეს

Tornado GR4 ბრუნდება ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე - Akrotiri-ში. 3 დეკემბერი, 2015 წელი (არქივის ფოტო)

რუსმა ჰაკერებმა რვა ბრიტანული სამხედრო ბაზის შიდა დოკუმენტები გაავრცელეს, მათ შორის, მათი თანამშრომლების პირადი მონაცემები და კიბერუსაფრთხოების ინსტრუქციები.

ამის შესახებ იტყობინება Daily Mail-ი. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტს იძიებენ.

გამოცემის ცნობით, Lynx-ჯგუფის ჰაკერები თავს დაესხნენ Dodd Group-ს, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორს, რომელიც სამხედრო ობიექტების მშენებლობასა და მომსახურებაშია ჩართული.

მოპარულ დოკუმენტებს შორის ასევე იყო მეორე კონტრაქტორის, სამშენებლო კომპანია Kier-ის მასალები.

ჰაკერებმა გამოსასყიდი მოითხოვეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების მუქარით და მოპარული დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა დაიწყეს.

გაჟონილი დოკუმენტები მოიცავს სამეფო საჰაერო ძალების ბაზების გეგმებს, სადაც ბირთვული იარაღი და აშშ-ის F-35 გამანადგურებლებია განთავსებული, ძირითადი დრონების ბაზას, საიდუმლო რადარის სადგურს, საზღვაო ბაზებს და სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას სამხრეთ ბრიტანეთში.

ასევე ნახეთ

რა ვიცით რუს "ბუნჩულა დათვზე", რომელმაც პრეზიდენტის ვებსაიტი(ც) გატეხა?მსოფლიო კიბერომი უკვე დაიწყო?ევროპაში ასობით რეისი დაყოვნდა და გადაიდო მასშტაბური კიბერთავდასხმის გამოპრორუსული ჰაკერული ჯგუფის წინააღმდეგ მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია ჩატარდაMicrosoft-ი: რუსმა ჰაკერებმა კომპანიის ხელმძღვანელობის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიესილონ მასკი აცხადებს, რომ Starlink-ის ქსელზე რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმა მოხდა