ეს ცნობები პოლონეთის პროკურატურის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
24 წლის ბრალდებული, რომლის სახელს არ ასაჯაროებენ, 5 ოქტომბერს დააკავეს ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში. მას და უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეს აღმოუჩინეს 30 გრამის ოდენობის ნარკოტიკული საშუალება.
ტელეფონის შემოწმებისას, დაკავებულის ტელეფონში ნახეს მიმოწერა "რუსულენოვან პირთან". მიმოწერა მოიცავდა მტკიცებულებებს პოლონეთის არმიის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტების ფოტოების და გეოგრაფიული კოორდინატების გადაცემის შესახებ.
ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს, ის პრორუსულ შეხედულებებს გამოხატავს და ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის სუვერენიტეტს - წერს პროკურატურა.
მეორე დაკავებულს პირობითი სასჯელი მიესაჯა, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით.
ასევე ნახეთ ბრიტანეთში დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები