Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები


ბრიტანეთში დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები, 2025 წლის 23 ოქტომბერი
ბრიტანეთში დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები, 2025 წლის 23 ოქტომბერი

დიდ ბრიტანეთში დააკავეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში - იუწყება ლონდონის პოლიცია.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ეროვნული უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო ქვეყანა, რომლის ინტერესებსაც ისინი ემსახურებოდნენ, რუსეთია.

იუწყებიან, რომ ეს პირები 23 ოქტომბერს ლონდონში დააკავეს და რომ ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. საქმე ეხება 48, 45 და 44 წლის კაცებს. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩხრეკის ოპერაციებიც.

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით დიდ ბრიტანეთში სექტემბერშიც დააკავეს სამი პირი. მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, დაპატიმრების შემდეგ ისინი გირაოთი გაუშვეს. ბრალდების მხარის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

მანამდე დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები რუსეთს ადანაშაულებდნენ ე.წ. ჰიბრიდული ოპერაციების ორგანიზებაში ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. მოსკოვი ამას უარყოფდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG