ლორდთა პალატის წევრს აინტერესებს, BBC-ს გამოძიების შემდეგ რა ზომებს გაატარებს ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის მიმართ

ლორდთა პალატის წევრი, ლორდი ჯორჯ ფოულკსი

ლორდთა პალატის წევრი, ლორდი ჯორჯ ფოულკსი ბრიტანეთის მთავრობას მიმართავს კითხვით, რა ზომებს გაატარებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში იგი დემონსტრანტების დასაშლელად აკრძალულ ნივთიერებას იყენებდა.

„ვეკითხები მთავრობას, გეგმავს თუ არა სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის (ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული სანქციების საფუძველზე) იმ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლისას საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა“, - წერია შეკითხვაში.

3 დეკემბერს გაგზავნილ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბრიტანეთის მთავრობას ორი კვირა აქვს, 17 დეკემბრამდე.

ასევე ნახეთ ჰელსინკის კომისია საქართველოში „კამიტის“ გამოყენებაზე ინფორმაციის გადამოწმებასა და პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

რამდენიმე დღის წინ, 1 დეკემბერს, ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - BBC-მ - გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ასევე ნახეთ BBC: თბილისში პროტესტის დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება გამოიყენეს - „ოცნება“ BBC-ს უჩივის
ასევე ნახეთ რა შეურიეს წყლის ჭავლს? - ხელისუფლება ალაპარაკდა, თუმცა არ ამბობს მთავარს

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:

  • „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
  • „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.

ასევე ნახეთ სუსმა BBC-ს სტატიის შემდეგ „მტრულ საქმიანობაში დახმარების“ და „უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლებით დაიწყო გამოძიება

სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს BBC-ს საგამოძიებო ფილმის რესპონდენტები. მათ შორის ექიმები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ BBC-ს ფილმის გამო გამოჰკითხეს გიორგი ჩახუნაშვილი, ეკა გიგაური და თამარ ონიანი
ასევე ნახეთ BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო სუსმა დაიბარა ზვიად მაისაშვილი
ასევე ნახეთ „უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენ კვლევას“ - ექიმი ჩახუნაშვილი გამოკითხვის შემდეგ