ავტორი: მარიამ ბახტაძე
პოლარიზაცია საქართველოსთვის ახალი გამოცდილება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იგი განსაკუთრებით მწვავე სახით გვხვდება, დაპირისპირების კულტურა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არსებობდა და ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში დამკვიდრებული ხასიათი მიიღო.
90-იანი წლების შემდეგ, მიუხედავად მრავალი ტრავმისა, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ქვეყანამ შეძლო დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა და განვითარება, მაგრამ ვერ დაძლია კონფორმისტული პათოსი. პოლარიზების კულტურა არ გაქრა ,პირიქით, ბოლო წლებში მან ახალი ფორმები მიიღო და კიდევ უფრო გაღრმავდა.
საქართველოს თანამედროვე საზოგადოება ჯერ კიდევ ატარებს იმ მძიმე ტრავმულ მეხსიერებას, რაც სამოქალაქო ომის შედეგად განიცადა.მოქალაქეების დაპირისპირება, ძალადობა და კონფლიქტი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ღრმა ფსიქოლოგიური დაზიანების მიზეზად იქცა. საზოგადოებრივ ქსოვილში გაჩენილი ბზარები დღემდე გრძელდება და გამოიხატება დისტანციითა და უნდობლობით ადამიანებს შორის. ეს ტრავმები გადადის თაობიდან თაობაზე და ქმნის განცდას, თითქოს წარსული და აწმყო ერთნაირად დრამატული და დაპირისპებით აღვსეა.
დღეს, როდესაც საქართველო განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ეს ისტორიული ტკივილები კვლავ აქტუალური რჩება. ინფორმაციული ომები, იდენტობის პოლიტიკა, პოლარიზებული მედია და რადიკალიზებული დისკურსი ძველი ტრამვების განახლებას უწყობს ხელს, რაც ოდესღაც ძალადობრივი ფორმით ხდებოდა, ახლა სიტყვებით, ნარატივებითა და ციფრული მანიპულაციებით გვახსენებს თავს.
ბოლო წლების ახალი კანონკპროექტების მიღების შემდგომ კვლავაც იგივე წრეზე დავიწყეთ სიარული, ამის ერთ-ერთ პირველ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები წარმოადგენს. კანონი, რომელიც მისი ინიციატორების აზრით წარმოადგენდა „გამჭვირვალობის ინსტრუმენტს“, საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია და ღრმა პოლარიზაცია გამოიწვია. განსხვავებულმა ნარატივებმა - „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა“ ერთ მხარეს და „დასავლური კურსის საფრთხე“ მეორეს მხარეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საზოგადოება არა მხოლოდ აზრთა სხვაობით, არამედ ღირებულებითი სისტემებით არის გაყოფილი. პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები, საზოგადოების ჩართულობა და პოლიციის მიერ ძალის გამოყენება, ეს ყველაფერი პოლარიზაციის იმგვარ გამოხატულებად იქცა, რომელიც ღრმა დაპირისპირებას მიუახლოვდა.
კანონის გარშემო დისკურსმა, რომელიც მედიისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მუდმივად რადიკალიზდებოდა, ხაზგასმით წარმოაჩინა ის სივრცე, სადაც არც დიალოგია, არც კომპრომისი, მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩა. საინტერესოა, რომ ამ პროცესში არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები, არამედ სამოქალაქო ჯგუფები, კულტურული სფერო და თავად ოჯახური ერთეულებიც პოლარიზებული აღმოჩნდნენ. უცხოური გავლენის შესახებ კანონი არ იყო უბრალოდ სამართლებრივი ინიციატივა , ის გახდა ‘’თრიგერი’’, რომელიც შიგნიდან გვიჩვენებს საქართველოს საზოგადოების ღრმად იდენტობით დაყოფილ ბუნებას.
მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ პოლარიზაცია მხოლოდ განვითარების დაბალი დონის ქვეყნებს არ ახასიათებთ. დღეს იგი როგორც კონსოლიდირებული, ისე ნახევრად კონსოლიდირებული დემოკრატიის სისტემური გამოწვევაა. პოლიტიკური პოლარიზაცია თანდაყოლილია იმ საზოგადოებებისთვის, სადაც იდენტობა, ღირებულება და ისტორიული გამოცდილება არ არიან ინტეგრირებული საერთო სამოქალაქო ჩარჩოში. პოლიტიკური ფილოსოფოსები, მაგალითად შანტალ მუფი, ამბობს, რომ დემოკრატია არ გამორიცხავს დაპირისპირებას, მაგრამ მისთვის გადამწყვეტია ანტაგონისტური (საფუძვლიანი, ურთიერთპატივსცემით დამყარებული) დაპირისპირების კულტურის ფორმირება, რომელიც აგრესიასა და დემონიზაციას არ ემყარება.
საქართველოში კი კონფლიქტი ხშირად ხდება აზრთა სხვაობის გამო,უფრო ხშირად ის იდენტობების, მორალის და თვით ღირებულებითი წესრიგის შეჯახებაა. ამიტომ, პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი არ არის , ის კულტურული, ისტორიული და მენტალური ფესვებიდან მომდინარეობს.
საზოგადოება, რომელიც ვერ განიკურნა წარსულის ტრამვებისგან, მომავლის გამოწვევებსაც ძველი მექანიზმებით პასუხობს. ეს არის მემკვიდრეობა, რომლის გადალახვა მხოლოდ წარსულ შეცდომებთან გამკლავებითა და ფართო სოციალური გარდაქმნებით არის შესაძლებელი.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პოლარიზაცია ყოველთვის ხმამაღალი დაპირისპირება არ არის. ზოგჯერ ის უფრო უხმო ფორმით ვლინდება , როგორც სოციალური გაუცხოება, მიტოვებულობის განცდა. ერთ-ერთი მაგალითის სახით სწორედ ასე გამოიყურება ჭიათურა ,ქალაქი, სადაც მძიმე შრომითი პირობები, პროფესიული უსაფრთხოების სისტემური ჩავარდნა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ათწლეულებია გრძელდება. ჭიათურაში მცხოვრები ადამიანები ვერ ხედავენ შედეგს და ვერ გრძნობენ, რომ ვინმე მათ სათქმელს უსმენს. ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური არჩევანი ,ესაა პოლიტიკური უიმედობა. ასეთ შემთხვევაში, პოლარიზაცია უკვე არა მხოლოდ დაყოფაა, არამედ დაშორებაა სახელმწიფოსგან და სხვა ადამიანებისგან. ჭიათურა გვახსენებს, რომ პოლარიზაცია საქართველოში მარტო ერთი პრობლემის გამო არ ხდება ,ის გვხვდება ქუჩაში, მაღაროებში, ოჯახებში, ყველგან, სადაც წლებია ვერ მოხდა ადამიანების გაერთიანება საერთო მიზნის ირგვლივ. სწორედ ამ მოცემულობის შეცვლაა ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა,
დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელია დიალოგის, კომპრომისის და კონსენსუსის გზით. საქართველოსთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ჩაკეტილი პოლარიზაციის ციკლის გარღვევა, რათა საზოგადოებრივ პროგრესს კიდევ რამდენიმე ათწლეულით არ შეუშალოს ხელი, განსაკუთრებით იმ მძიმე სოციალური ფონის მიხედვით, რომელიც დღეს ქვეყანაში კვლავ გრძელდება.
დღევანდელ რეალობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ცვლილება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც თითოეული ინდივიდი, ჩაერთვება იმ პროცესში, რომელიც აზროვნების გარდაქმნასა და ახალი ურთიერთგაგების საფუძვლების შექმნისთვის იქნება მზად. პოლარიზაციის დაძლევა დემოკრატიის დასასრული არ არის ,ის მისი მომწიფებისა და კონსოლიდირების წინაპირობაა.
ბიბლიოგრაფია
Gelashvili, T. (2021) Georgia’s Political Crisis: Actors and Instruments of Polarization. Caucasus Analytical Digest (CAD)
https://www.research-collection.ethz.ch/handle/20.500.11850/507160
დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა, ოთხშაბათის დებატები
(2014) heinrich boll stiftung თბილსისი სამხრეთ კავკასია . https://ge.boell.org/ka/2014/01/16/demokratiuli-politikuri-kultura?utm_source=chatgpt.com
Zürcher, C. (2007). The Post-Soviet Wars: Rebellion, Ethnic Conflict, and Nationhood in the Caucasus. NYU Press. https://www.academia.edu/780832/The_post_Soviet_wars_rebellion_ethnic_conflict_and_nationhood_in_the_Caucasus_2009_book_review_in_English_
Transparency International Georgia. (2023). Analysis of the Law on Transparency of Foreign Influence. https://ecnl.org/sites/default/files/2023-03/22.02.2023%20Full%20Analysis%20Georgian%20Draft%20Law%20on%20Transparency%20of%20Foreign%20Influence_ENG.pdf
Mouffe, C. (2000). The Democratic Paradox. Verso. https://monoskop.org/images/4/41/Mouffe_Chantal_The_Democratic_Paradox_2000.pdf
Levitsky, S., & Ziblatt, D. (2018). How Democracies Die. Crown Publishing Group.
Indigo (2023). ჭიათურის პროტესტის შესახებ.