ბრიუსელის საკლირინგო სახლის, Euroclear-ის ხელმძღვანელმა, ვალერი ურბენმა, განაცხადა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი გეგმა უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების იძულებით ჩამორთმევის შესახებ არარეალურია და დეპოზიტარი მზადაა, სასამართლოში გაასაჩივროს ეს გეგმა, რათა დაიცვას თავი შესაძლო გაკოტრებისგან მოსკოვის საპასუხო ზომების შემთხვევაში. ეს განცხადება მან ბელგიურ ტელეარხ RTBF-თან ინტერვიუში გააკეთა.
ურბენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი უშვებს სხვა სახელმწიფოების აქტივების გაყინვას, მაგრამ არა ექსპროპრიაციას. „თუ რუსეთი უკრაინისთვის გაცემულ ამ აღდგენით სესხს თავისი აქტივების კონფისკაციად მიიჩნევს, ის უმოქმედოდ არ დარჩება“, დასძინა დეპოზიტარის ხელმძღვანელმა და გამოთქვა გაფრხილება, რომ ბელგია თავად შეიძლება გახდეს საპასუხო ეკონომიკური და სამართლებრივი ქმედებების სამიზნე.
ასევე ნახეთ მერცი ბრიუსელშია უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გადასარჩენად: რა ხდება?უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 260 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა დასავლეთის ქვეყნებში, საიდანაც დაახლოებით 193 მილიარდი ევრო ბელგიაში Euroclear-ის ანგარიშებზეა განთავსებული.
2025 წლის სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა წამოაყენა წინადადება, კიევს მიეცეს 140 მილიარდი ევროს მოცულობის ე.წ. „სარეპარაციო სესხი“ ამ სახსრების უზრუნველსაყოფად.
ასევე ნახეთ ლონდონი აპირებს კიევს გადასცეს 8 მლრდ გირვანქა სტერლინგის გაყინული რუსული აქტივებითავის მხრივ, Bloomberg-ი იუწყება, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, არ დაუჭირონ მხარი „სარეპარაციო სესხს“, იმ მოტივით, რომ რუსეთის გაყინული აქტივები აუცილებელია, როგორც ინსტრუმენტი მოსკოვთან სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული ომის გასაგრძელებლად.
არ არის მითითებული ქვეყნები, რომლებშიც ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამერიკული სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შეერთებულ შტატებში გაყინული რუსული აქტივების 100 მილიარდი დოლარი შეიძლება ინვესტირდეს უკრაინის რეკონსტრუქციაში, ხოლო ვაშინგტონი მოგების 50%-ს მიიღებდა.
რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მისი სახსრების კონფისკაციის ნებისმიერ მცდელობას და უკრაინის სასარგებლოდ ამ აქტივების შესაძლო გამოყენებას ქურდობად მიიჩნევს.