მოკლედ
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2025-ის" გამარჯვებულები გამოავლინა.
- პრიზი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საუკეთესო გაშუქებისთვის რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, ნასტასია არაბულმა აიღო.
- მედიის ადვოკატირების კოალიციის ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მზია ამაღლობელს გადაეცა, პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს, გაზეთ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს.
ქარტიის პრიზი 2025 ასე განაწილდა:
- კატეგორიაში - ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში გაიმარჯვა მინდია გაბაძემ („პუბლიკა“) ნამუშევრით "ფოტორეპორტიორის საბოლოო სიტყვა";
- კატეგორიაში - სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინმედიაში პრიზი აიღო ნათია ამირანაშვილმა („პუბლიკა“) ნამუშევრით „ცრუ მოწმეებად მხილებული მოწმე პოლიციელები“;
- კატეგორიაში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა ნასტასია არაბულს (რადიო თავისუფლება) მასალისთვის "ტინდერის ასლარიანო ბოზებო“, - პოლიციელების უხამსობა და ძალადობა ქალ დემონსტრანტებზე“;
- კატეგორიაში - სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი გაიმარჯვა "სტუდია მონიტორმა" გამოძიებისთვის "გაიცანით სკამერები საქართველოდან";
- ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მზია ამაღლობელს გადაეცა. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.
პრიზების გადაცემის დროს ციხიდნ დარეკა მზია ამაღლობელმა:
Your browser doesn’t support HTML5
ციხიდან დარეკა მზია ამაღლობელმა