„გამოძიებას აწარმოებს მკვლელობების განყოფილება“, - განუცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა ჟურნალისტებს. - „ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის დაკავება, რომელიც ამ საქმეში ეჭვმიტანილია. შემდგომში მას მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს“.
14 დეკემბერს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში პოლიცია არ ამხელდა მოკლულების - 78 წლის კაცის და 68 წლის ქალის - ვინაობას. მათი გვამები ლოს-ანჯელესში, სახლში იპოვეს.
ამერიკული მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ რობ რაინერს და მიშელს ჭრილობები დანით ჰქონდათ მიყენებული.
რობ რაინერს გადაღებული აქვს 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის „როცა ჰარი შეხვდა სალის“ და „მიზერი“... კინორეჟისორი დემოკრატიული პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო.
ასევე ნახეთ ლოს-ანჯელესში ნაპოვნია ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი ცოლის გვამები