უკრაინა შესაბამის პროექტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად წარადგენს.
ნიუ-იორკში, ასამბლეის სხდომაზე კენჭისყრა 18 დეკემბერს ჩატარდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.
ხმა წინააღმდეგ მისცა 16-მა: რუსეთმა, ბელარუსმა, ჩინეთმა, ირანმა, ჩრდილოეთმა კორეამ, კუბამ, ნიკარაგუამ და აფრიკის ზოგიერთმა ქვეყანამ. თავი შეიკავა 72-მა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ 79 მომხრე ქვეყანას მადლობა გადაუხადა „პრინციპული მხარდაჭერისთვის“.
რეზოლუცია გმობს რუსეთის აგრესიას, ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოითხოვს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.
დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ მილიტარიზაციასა და ადგილობრივ მცხოვრებთა იძულებით მობილიზაციაზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დევნასა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე.
ასევე ნახეთ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მოსთხოვა უკრაინელი ბავშვების დაბრუნება ასევე ნახეთ უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა, კონვენციას ხელი საქართველომაც მოაწერა ასევე ნახეთ პაპუაშვილი: შეგულიანებული უკრაინა წავიდა ესკალაციაზე, როგორც სააკაშვილი 2008 წელს