„საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად...
საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დადებითად შეაფასა ამ კონვენციაზე საქართველოს შეერთდება.
„მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა მან.
კომისიის დაფუძნების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან მადლიერება გამოხატა უკრაინის, უკრაინის ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის:
„დღეს - მიმდინარე წელს - უკრაინისთვის იქმნება რაღაცები, რაც დიდი ხნის წინ - მინიმუმ 2014 წელს უნდა შექმნილიყო. თუმცა, სინამდვილეში, იმის გათვალისწინებით, რამდენი ომი დაიწყო რუსეთმა და რამდენს უწყობდა ხელს, ეს კიდევ უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო“.
ფორუმი