უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის არმიას ორი გამანადგურებელი დაუწვეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 22 დეკემბერს განაცხადა ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 22 დეკემბერს განაცხადა, რომ ოპერაცია ჩაატარა რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე.

უკრაინის დაზვერვის თანახმად, ამ ოპერაციის შედეგია ხანძარი და ორი ძვირადღირებული გამანადგურებლის, სუ-30-ის და სუ-27-ის დაწვა. დაზვერვის სამმართველოს თანახმად, ეს 20 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ღამით მოხდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, მწყობრიდან გამოსული გამანადგურებლების საერთო ღირებულება ას მილიონ დოლარამდეა. ოფიციალურ განცხადებაში დასახელებულია ამ სუ-27-ისა და სუ-30-ის საბორტო ნომრებიც: 12 და 82.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობითვე, ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ორი კვირა დასჭირდა, პატრულირების მარშრუტისა და გუშაგთა შეცვლის გრაფიკის შესწავლამ შესაძლებელი გახადა სამხედრო ობიექტის ანგარში შეუმჩნევლად შეღწევა და შემდეგ აეროდრომის შეუფერხებლად დატოვება.

სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

რუსეთს ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე ხანძრის შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ მოსკოვში ააფეთქეს კიდევ ერთი რუსი გენერალი