Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ააფეთქეს კიდევ ერთი რუსი გენერალი


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა აფეთქებული ავტომობილის ფოტო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა აფეთქებული ავტომობილის ფოტო

მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად მკვდარია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, 56 წლის გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სარვაროვის ავტომანქანაში აფეთქება დღეს, 22 დეკემბერს დილით მოხდა. გენერალი მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა. კომიტეტის ცნობითვე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ძირში იყო დამონტაჟებული.

გამოძიება დაწყებულია მკვლელობის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით დანაშაული ორგანიზებულია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ.

უკრაინულ მხარეს ამ ვერსიაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში სარვაროვი მონაწილეობდა ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტში და ჩეჩნეთის ომში. 2015-2016 წლებში - სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაში. გამოცემა „პროექტის“ ინფორმაციით, ფანილ სარვაროვი მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომშიც.

  • 2025 წლის აპრილში მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.
  • 2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG