თბილისის მერია აგრძელებს ხელშეკრულებების დადებას ახალი წლის დღეებში დედაქალაქში გასამართ კონცერტებთან დაკავშირებით. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულია კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც 2 და 6 იანვრის ღონისძიებებს შეეხება - 296 722 ლარის ღირებულის ხელშეკრულება შპს „ქეი ივენთსთან" დაიდო.
ასევე ნახეთ
თბილისის საახალწლო თაღი 80 000 ლარი დაჯდა
კონტრაქტის მიხედვით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ კონცერტში მონაწილეობისთვის თითოეული მომღერალი 1952 ლარს მიიღებს, ანსამბლებისა და ჯგუფების ანაზღაურება კი განსხვავებულია.
ასევე ნახეთ მანანა თოდაძე, ნატო მეტონიძე, ნინი ქარსელაძე - კიდევ ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლო კონცერტებზე2 იანვარს იმღერებენ:
- თემურ თათარაშვილი;
- ელენე ფოჩხუა;
- ნუკრი კაპანაძე;
- დათუნა მგელაძე;
- თიკა ჯამბურია;
- ბესო კალანდაძე;
- ნინი ბადურაშვილი;
- ლადო ჯანელიძე;
- ნათია პერანიძე;
- ოთო ნემსაძე;
- ნინი ქარსელაძე;
- მარიკა თხელიძე;
- მარიამ მამისმედაშვილი;
- კახა კუხიანიძე;
- აჩიკო მეფარიძე;
- ხათუნა ჟორდანია;
- მაია ჯაბუა;
- ეკა კახიანი;
- თამუნა ამონაშვილი;
- სოფო ბედია;
- გელა დონაძე;
- ანუკა ცქვიტინიძე;
- თამთა ჭელიძე;
- ცისანა სეფიაშვილი;
- ჯემალ სეფიაშვილი;
- გია ნიკოლაძე;
- გიორგი პავლიაშვილი ("მასტერი");
- ლევან მგალობლიშვილი ("პანჩო”);
- ქეთი გომართელი;
- ცირა კობიაშვილი;
- გიორგი კელაპტრიშვილი;
- თაკო გაჩეჩილაძე;
- ნუკა კვალიაშვილი;
- გიორგი მეფისაშვილი;
- ანი ბახტაძე;
- რუსუდან მუმლაძე;
- სალომე ბაკურაძე;
- ქრისტინე იმედაძე;
- მიხეილ სულუხია;
- თბილისური კვარტეტი.
6 იანვარს იმღერებენ:
- სოფო ხალვაში;
- მანანა თოდაძე;
- ლილიკო ნემსაძე;
- ნათია დევდარიანი;
- თათია დევდარიანი;
- მარიტა როხვაძე;
- შოთიკო ტატიშვილი;
- ეკა კვალიაშვილი;
- მირზა მოდებაძე;
- ანა უზნაძე;
- თემო საჯაია;
- არჩილ ცანკაშვილი;
- მაგდა ნიკოლეიშვილი;
- გიორგი წიკლაური;
- თიკა მახალდიანი;
- ლევან ყანდიაშვილი (ნოა);
- სოფო პაპუაშვილი;
- ნიკუშა ცერცვაძე;
- ნუცა ქირია;
- ნინუცა ბედიაშვილი;
- გიორგი ელიზბარაშვილი;
- მერაბ ვარდოსანიძე;
- მარიკა ქაცარავა;
- თაკო მელიქიშვილი;
- კოტიკო ყიფიანი;
- ლიკა დოლიძე;
- ირინა ბაირამაშვილი;
- თამარ მეჭიაური;
- თეონა ჯგერნაია;
- ბოკა კვეკვესკირი;
- ენრიკო ჯანელიძე;
- ბესო ბერულაშვილი;
- მაკა ზამბახიძე;
- რატი დურგლიშვილი;
- ტატო გოდერძიშვილი;
- მაია ყარყარაშვილი;
- „ქსოვრელები“;
- დუეტ „ლეონი“.
ამონარიდი ხელშეკრულებიდან
დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2026 წლის საახალწლო ღონისძიებებში 8,2 მილიონი ლარი იხარჯება. ახალი წლის დღეებში კონცერტების გასამართად თბილისის მერიამ კიდევ ორი ხელშეკრულება დადო.
ასევე ნახეთ სია: ვინ იმღერებს თბილისის საახალწლო კონცერტებზე და რამდენს გადაუხდიან მათ ასევე ნახეთ თბილისის საახალწლო თაღი 80 000 ლარი დაჯდა