Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა თოდაძე, ნატო მეტონიძე, ნინი ქარსელაძე - კიდევ ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლო კონცერტებზე


ფოტოკოლაჟი: მანანა თოდაძე (მარცხნივ), ნატო მეტონიძე (შუაში) და ნინი ქარსელაძე
ფოტოკოლაჟი: მანანა თოდაძე (მარცხნივ), ნატო მეტონიძე (შუაში) და ნინი ქარსელაძე

ბათუმში საახალწლო კონცერტებზე, ჯამში, 96 მომღერალი და მუსიკალური ჯგუფი იმღერებს. მუსიკოსების შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული - ღონისძიების დამკვეთი ბათუმის კულტურის ცენტრი სულ 428 000 ლარს დახარჯავს.

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 20 დეკემბერს დაიწყება - ამ დღეს აინთება საახალწლო ნაძვის ხეც. ევროპის მოედანზე და მის მიმდებარე სივრცეში განთავსდება საახალწლო ინსტალაციები.

„ქალაქში საახალწლო განწყობას შექმნის მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით დაგეგმილი საახალწლო კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დღესდღეობით საქართველოში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკის ცოცხალი შემსრულებლები. კონცერტები ღია ცის ქვეშ ტარდება და დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია“, - წერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

ბათუმში საახალწლო კონცერტებზე იმღერებენ:

  1. "რანინა";
  2. ზვიად ბოლქვაძე და ბენდი;
  3. DJ ჩიკი;
  4. ბენდი Catfish;
  5. ბენდი 4 up;
  6. ბენდი დავით ევგენიძე და სოლო შემსრულებლები;
  7. DJ რევაზი ზოიძე;
  8. ბენდი "ლა ფიესტა";
  9. ბენდი moonlight;
  10. ბენდი Why Not;
  11. ბენდი "ლათინო ორკესტრალი";
  12. ბექა კალანდაძე;
  13. ბენდი The memmbers;
  14. ბენდი - Hit Wave;
  15. ჯგუფი "რეგიონი";
  16. DJ ნიკოლოზ ლომინეიშვილი;
  17. ნანუკა ქარუხნიშვილი;
  18. სალომე ხარაბაძე;
  19. "ქუჩის ბიჭები";
  20. თემურ ყვითელაშვილი;
  21. თემურ თათარაშვილი;
  22. მარიკა თხელიძე;
  23. ნინი ქარსელაძე;
  24. გია ნიკოლაძე;
  25. ბაიარ შაჰინი;
  26. შლომო;
  27. ლუკა ზაქარიაძე;
  28. ნატო ფირცხალაიშვილი;
  29. ანი კეკუა;
  30. რუსა მორჩილაძე;
  31. გურანდა დოლიძე;
  32. მარიკო ებრალიძე;
  33. ანრი გუჩმანიძე;
  34. გიორგი ნაკაშიძე;
  35. მზია ფარტენაძე;
  36. სოფია მეტა;
  37. ავთანდილ აბესლამიძე;
  38. სანდრო კურცხალიძე;
  39. ნანუკა მიქაძე;
  40. მარიტა ცეცხლაძე;
  41. გიორგი ბერიძე;
  42. სალომე მირიანაშვილი;
  43. ნონა კორიფაძე;
  44. ირაკლი კორიფაძე;
  45. არჩილ ჯაიანი;
  46. არჩილ სირბილაძე - არჩილ ნიჟარაძე ბენდით;
  47. DJ თარაშ ტაკიძე;
  48. ნიკოლოზ წულუკიძე;
  49. ელისაბეტ ბაგრატიონი;
  50. ნატო მეტონიძე;
  51. მანანა თოდაძე;
  52. კოტე ყიფიანი;
  53. თამარ გვერდწითელი;
  54. გიორგი სუხიტაშვილი;
  55. სულხან ჯაიანი;
  56. ნიკო ბერიძე;
  57. აჩიკო გოგიტიძე;
  58. მორის მელაძე;
  59. ბაჩო ნაკაშიძე;
  60. DJ ბენე (გიორგი ცინცაძე);
  61. ბენდი "ასტეროიდი";
  62. ბენდი G sound-ი;
  63. ბენდი "ნიუვანი";
  64. DJ ანრი ნაკაშიძე (ენდრიუ);
  65. ბენდი Jazz Do it;
  66. ბენდი "მელო მანიაკი";
  67. ირაკლი ფაღავას ბენდი;
  68. ბენდი road radio;
  69. DJ ნიკო გორგოშაძე;
  70. აჩიკო ბერიძე;
  71. ლაშა ღლონტი;
  72. "ალილო";
  73. "ქართული ხმები";
  74. ნეკა სებისკვერაძე;
  75. კვარტეტი "რანინა";
  76. "შვიდკაცა";
  77. ბენდი "ქართული";
  78. ტრიო "გოგლაურა";
  79. ბენდი "ემოცია";
  80. DJ ნიკო გორდელაძე;
  81. ბენდი "კონიაკი";
  82. ბენდი "მაჭახელა";
  83. თათია კობალაძის ბენდი live-life;
  84. ბენდით მარიამ მოსეშვილი - The Hapiness;
  85. DJ ნუგო (ნუგზარ ხიმშიაშვილი);
  86. "ფორტე";
  87. "თეატრალური კვარტეტი";
  88. "ბათუმური კვინტეტი";
  89. ჯგუფი "რერო";
  90. თამუნა მიქელაძე;
  91. ხვიჩა მაღლაკელიძე;
  92. ვაჟა ტუღუში;
  93. ნუგზარ ერგემლიძე;
  94. ლუკა ჭანიშვილი;
  95. თათული კილაძე;
  96. "კახაბერი და ხანუმები".

საახალწლო ღონისძიებებისთვის მომსახურებაზე ხელშეკრულება ტენდერის გარეშე დაიდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG