„მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების ოფიციოზი, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა“, - წერს ფეისბუკგვერდი „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“.
კახა მელიქიძე პირველი არხის თანამშრომელია 1989 წლიდან.
„შინაგანაწესის მრავალგზის დარღვევის (რაც გამოიხატულ იქნა მის მიერ საჯარო სივრცეში მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადბების არაერთგზის გავრცელებაში) გამო [...] გათავისუფლებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან“, - წერია მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში.
ასევე ნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 15 000 ლარამდე იზრდებასაქართველოში გასული წლის 28 ნოემბერს დაწყებული დემონსტრაციების გაშუქების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ არამარტო საზოგადოების ნაწილს, არამედ მისი თანამშრომლების ნაწილსაც. მათ მიაჩნდათ, რომ ტელევიზიას ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდათ.
არხის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მენეჯმენტი რეპუტაციულ ზიანად აღიქვამს. თანამშრომლებს პირველ ეტაპზე აფრთხილებს, შემდეგ კი თანამშრომლობას წყვეტს.
ასევე ნახეთ ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ასევე ნახეთ პირველი არხიდან გაათავისუფლეს „რეალური სივრცის“ 5 თანამშრომელი