უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 თებერვალს განაცხადა, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს ოლეგ ივაშჩენკოს სამხედრო დაზვერვის ახალ უფროსად დანიშნავს.
ივაშჩენკო კირილო ბუდანოვს შეცვლის, რომელიც ზელენსკის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ხდება.
ზელენსკიმ 2 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობა შესთავაზა კირილო ბუდანოვს.
ზელენსკიმ პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს მიხაილო ფედოროვს თავდაცვის მინისტრობა შესთავაზა. ის ამ პოსტზე დენის შმიჰალს შეცვლის.
ასევე ნახეთ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს კირილო ბუდანოვი უხელმძღვანელებს