ბუდანოვი დასთანხმდა პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებას, დაიკავოს მისი ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა. თანხმობის შესახებ კირილო ბუდანოვმა დღეს, 2 იანვარს სოციალურ ქსელებში დაწერა. მისი განცხადებით, პატივი და პასუხისმგებლობაა უკრაინისთვის ისტორიულ დროს კონცენტრირებული იყოს სახელმწიფოს სტრატეგიული უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობა შესთავაზა კირილო ბუდანოვს. ზელენსკის თანახმად, ამჟამად უკრაინას სჭირდება მეტად კონცენტრირება უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვის ძალების განვითარებასა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე, პრეზიდენტის ოფისი უპირველესად ამ ამოცანების შესრულებას უნდა ემსახუროს, ბუდანოვს კი ამ მიმართულებებით აქვს სპეციალური გამოცდილება და საკმარისი ძალა შედეგების მისაღწევად.
კირილო ბიუდანოვი, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო ჩინი და უკრაინის გმირის წოდება აქვს, სამხედრო დაზვერვას 2020 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.
4 იანვარს ბუდანოვს 40 წელი უსრულდება.
კირილო ბუდანოვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანდრი ერმაკი შეცვალა. ერმაკმა თანამდებობა 2025 წლის 28 ნოემბერს დატოვა უკრაინის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის გამოვლენით გამოწვეული სკანდალის ფონზე.
ერმაკის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად ერმაკის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა.
ფორუმი