თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები ორი საათი განიხილავდნენ TRIPP-ზე აშშ-სომხეთის შეთანხმებას

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვნა და ჰაკან ფიდანმა სომხეთი-აშშ-ის შეთანხმება განიხილეს „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ. ფოტო არქივიდან

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და ჰაკან ფიდანი „ტრამპის მარშრუტის ჩართო-შეთანხმებას“, - ახალ დოკუმენტს, რომელზეც სომხეთი აშშ გუშინ შეთანხდნენ, - ორი საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

ეს ინფორმაცია მინისტრების სატელეფონო ზარის შემდეგ გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.

„ამ საკითხზე ჯეიჰუნ ბაირამოვთან ორსაათიანი დისკუსია გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული მხარის ხედვა. ამის შესახებ პრეზიდენტი ერდოანიც ინფორმირებულია“, - განაცხადა მან დღეს, 15 იანვარს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ისიც, რომ ანკარას სურს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, ასევე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება.

„აზერბაიჯანსა და თურქეთს, ასევე სომხეთს, ამისთვის საჭირო ნება აქვთ“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

ასევე ნახეთ რუბიო-მირზოიანის შეხვედრის შემდეგ „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

13 იანვარს, სამშაბათის საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“.

დოკუმენტით ირკვევა, რომ დაგეგმილია, შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“, მოკლედ - TDC, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს.

ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონული თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტიტუტების ეფექტურობაზე.

ასევე ნახეთ წილები ინვესტიციების პროპორციულად განაწილდა - მირზოიანი აშშ-ის 76%-იან წილზე TRIPP-ის განვითარების კომპანიაში