ევროპის რვა ქვეყანამ ერთობლივ განცხადებაში მხარი დაუჭირა გრენლანდიასა და დანიას

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება ევროპის რამდენიმე ქვეყანას.

18 იანვარს ერთობლივ განცხადებაში ევროპის რვა ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიის ხალხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არქტიკის ამ კუნძულის ანექსიის მუქარის შემდეგ.

„როგორც ნატოს წევრები, ჩვენ ვალდებული ვართ, გავაძლიეროთ არქტიკის უსაფრთხოება, როგორც საერთო ტრანსატლანტიკური
ინტერესი“, - ნათქვამია დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში.

„ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის საშიშროებას ქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნა გრენლანდიაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. ხოლო თუ შეთანხმება არ შედგება, პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.

ასევე ნახეთ ამერიკელი სენატორები აკრიტიკებენ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის გამო ტარიფებით მუქარას
ასევე ნახეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ევროკავშირი განიხილავს პასუხს ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე
ასევე ნახეთ დანიაში ათასობით მოქალაქე მივიდა გრენლანდიის მხარდასაჭერ აქციაზე