კოშტა ამბობს, რომ იგი ხელმძღვანელობს ევროკავშირის კოორდინირებულ პასუხს ამ საკითხთან მიმართებით.
"რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ევროპის კავშირი ყოველთვის მტკიცე იქნება საერთაშორისო კანონების დაცვაში, სადაც უნდა იყოს ეს - რაც, რა თქმა უნდა, იწყება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე", - თქვა კოშტამ მას მერე, რაც ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მერკოსურთან - სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკთან. კოშტას ამ სიტყვებს წინ უძღოდა ტრამპის განცხადება, რომ გადასახადებს უწესებს ევროპელ მოკავშირეებს, მათი წინააღმდეგობის გამო აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებაზე.
"ახლა კოორდინირებას ვუწევ ამ საკითხზე ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივ პასუხს", - დასძინა კოშტამ.
ფორუმი