Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები აკრიტიკებენ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის გამო ტარიფებით მუქარას


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის გამო კამათში ევროპის ქვეყნებისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების მუქარას ამერიკელი პოლიტიკოსების - არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელების კრიტიკაც მოჰყვა.

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მისი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ტარიფებს დაბლოკავს, სანამ ისინი ამერიკის ეკონომიკასა და მის მოკავშირეებს ევროპაში კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ.

განცხადება გააკეთეს სენატის ნატოს მონიტორინგის ორპარტიული ჯგუფის თანათავმჯდომარეებმაც.

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა ერთობლივად განაცხადეს ტარიფების მუქარასთან დაკავშირებით, რომ ასეთი რიტორიკა ეხმარება ისეთ მოწინააღმდეგეებს, როგორებიც არიან "რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომლებსაც ნატოს დაშლა სურთ. „ჩვენი მოკავშირეები უკეთესს იმსახურებენ“, - აცხადებენ სენატორები.

ტილისმა X-ზე დაწერა, რომ ტრამპის რეაქცია „ცუდია ამერიკისთვის და ამერიკული ბიზნესისთვის“. რესპუბლიკელმა სენატორმა ლიზა მურკოვსკიმ განაცხადა, რომ ტარიფები არაა საჭირო და მათ სადამსჯელო და სერიოზული შეცდომა უწოდა. სენატორმა თქვა, რომ ისინი ევროპელ მოკავშირეებს შეერთებული შტატებისგან კიდევ უფრო დააშორებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ბრიუსელში საგანგებო სესიისთვის იკრიბებიან, რათა განიხილონ ტარიფების შესახებ უახლესი მუქარის თემა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნა გრენლანდიაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები
პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. ხოლო თუ შეთანხმება არ შედგება, პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG