შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აბუ-დაბიში იქნება 4-5 თებერვალს, როცა იქ გაიმართება რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.
ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს ინფორმაციას.
თავდაპირველად შეხვედრა 1-2 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. კიევმა და მოსკოვმა უკვე დაადასტურეს მოლაპარაკებების ახალი თარიღი.
უიტკოფი აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში პირველ მოლაპარაკებებზე რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის, რომელიც 23-24 იანვარს გაიმართა ასევე აბუ-დაბიში. მაშინ ყველა მხარემ ასე თუ ისე დადებითად შეაფასა მოლაპარაკებები. მაგრამ მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უიტკოფი, ასევე ამერიკული დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი, არ მიიღებენ მონაწილეობას აბუ-დაბის მეორე შეხვედრაში. რუბიოს არ აუხსნია, რატომ შეიცვალა მოლაპარაკებებზე აშშ-ის გუნდი.
ასევე ნახეთ უკრაინაში გამოკითხულთა 52% უარყოფს დონბასის სრულად დათმობას უსაფრთხოების სანაცვლოდ