პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, სექსუალური ხასიათის იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ ფეისბუკის ანგარიშზე უნებართვო შეღწევის გზით გაეცნო დაზარალებულის პირად მიმოწერას, რის შემდეგაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით უკანონოდ მოიპოვა მისი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები.
გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებული დაზარალებულს ასევე აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით.
დაკავებულს ბრალი სამი მუხლით წარედგინა:
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება;
- პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება;
- კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულს უკვე შეეფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.
ასევე ნახეთ ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე დიდი 84-ის - როცა ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით გემუქრებიან ასევე ნახეთ „ვიდეო არ გვინახავსო, მაგრამ სამსახურიდან გამიშვეს...“ - რას ითხოვს ფოთელი მასწავლებელი?