რუსეთმა უკრაინაზე 101 დრონით მიიტანა იერიში, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა 10-ზე მეტი

რუსეთმა უკრაინაზე 101 დრონით მიიტანა იერიში, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა 10-ზე მეტი, 2026 წლის 8 თებერვალი

შაბათიდან კვირის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 101 დრონით მიიტანა იერიში.

ინფორმაცის უკრაინის არმიის საჰაერო ძალების განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ მათგან 69 დრონი ჩამოგდებულ იქნა.

დარტყმის ქვეშ მოექცა უკრაინის რამდენიმე რეგიონი - ხარკოვიდან ლვოვის ოლქამდე. ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში დრონებმა ორი მაღალსართულიანი სახლი დააზიანა. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი.

ოდესაში საჰაერო დარტყმის შედეგად დაზიანდა საწარმო ობიექტი, გაჩნდა ხანძარი, მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის დარტყმის შედეგად დაიჭრა 10 წლის ბიჭი, ის საავადმყოფოშია მოთავსებული - იუწყება საომარი ადმინისტრაცია.

ხერსონის რაიონში რუსეთის დარტყმების შედეგად დაშავდა რვა ადამიანი, ყველა მათგანი ქალია, უმეტესობა ხანდაზმული, ყველაზე უფროსის ასაკია 84 წელი. დაშავებულთა უმეტესობამ კონტუზია მიიღო, რამდენიმეს ასევე აქვს დამწვრობები - იუწყება "ნასტოიაშჩეე ვრემია".

დილის ხუთი საათისთვის რუსეთის არმიამ თავდასხმა განახორციელა დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონზე. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა ორი პირი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე მოხდა 294 შეტაკება. ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა დღე-ღამის მონაცემს - 153 შეტაკებას. ყველაზე ინტენსიური ბრძოლა, უკრაინის სარდლობის ცნობით, კვლავაც დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონსა და ზაპოროჟიეს გულიაიპოლიეში მიმდინარეობს.

საომარი მოქმედებების პირობებში ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ხშირად არ ხერხდება.


ასევე ნახეთ უკრაინის ზაპოროჟიე და რუსეთის ბელგოროდი ისევ ენერგომომარაგების გარეშე დარჩნენ