Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ზაპოროჟიე და რუსეთის ბელგოროდი ისევ ენერგომომარაგების გარეშე დარჩნენ

ქალაქი ზაპოროჟიე ხშირადაა რუსეთის დარტყმების სამიზნე
ქალაქი ზაპოროჟიე ხშირადაა რუსეთის დარტყმების სამიზნე

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსული დრონებით შეტევა იყო. უკრაინის მხრიდან სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყებიან რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან. ორივე მხარე ენერგომომარაგების შეზღუდვაზე მიუთითებს.

ზაპოროჟიეს ოლქსა და ქალაქ ზაპოროჟიეში საჰაერო განგაში ღამის თორმეტი საათისთვის გამოცხადდა. რამდენიმე საათის შემდეგ, 6 თებერვალს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეში დაშავდა 14 წლის ბიჭი, დაზიანებულია კერძო სახლები და ენერგომომარაგება შეუწყდა 12 ათას აბონენტს.

განახლება: ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტელეგრამ-არხზე განახლებული ინფორმაციით, რუსული დრონით დარტყმის შედეგად ვოლნიანსკის რაიონში დაინგრა კერძო სახლი, დაღუპულია ცოლ-ქმარი, 48 წლის ქალი და 49 წლის კაცი.

წუხელ საჰაერო განგაში გამოაცხადეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში. რეგიონის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, განგაში სარაკეტო დარტყმის საფრთხით იყო გამოწვეული. ადგილობრივ მცხოვრებთ სარდაფებში ჩასვლისკენ მოუწოდეს.

6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქ ბელგოროდსა და ოლქის ხუთ რაიონში „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებების დიდი მოცულობაა“.

გუბერნატორს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების თანახმად, შეტევა იყო თბოელექტროცენტრალ „ბელგოროდზე“ და დაბა სტრელკოვოეს რაიონში მდებარე ელექტროქვესადგურზე. ქალაქ ბელგოროდის და ოლქის რამდენიმე რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის, წყლის და გათბობის მიწოდება შეუწყდა.

ბრძოლა ენერგორესურსებისთვის: რუსეთში ბელგოროდი ჩაბნელდა, უკრაინა კი კიევის თბოელექტროსადგურის დაზიანებას აჩვენებს

კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურის ნანგრევები, რომლებიც 4 თებერვალს უცხოელი დიპლომატებისთვის ობიექტზე მოწყობილი ტურის დროს დააფიქსირეს.
1/10 კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურის ნანგრევები, რომლებიც 4 თებერვალს უცხოელი დიპლომატებისთვის ობიექტზე მოწყობილი ტურის დროს დააფიქსირეს.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
რუსეთი ამ ზამთარს დარნიცის ელექტროსადგურს ხუთჯერ დაესხა თავს. ბოლო დარტყმა 3 თებერვალს იყო, როდესაც ობიექტის მიმართულებით ხუთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
2/10 რუსეთი ამ ზამთარს დარნიცის ელექტროსადგურს ხუთჯერ დაესხა თავს. ბოლო დარტყმა 3 თებერვალს იყო, როდესაც ობიექტის მიმართულებით ხუთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
4 თებერვალს დაზიანებული სადგური სამოცმა უცხოელმა დიპლომატმა დაათვალიერა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი პერებიინისის განცხადებით, ვიზიტი იმისთვის მოეწყო, რომ უკრაინის მოკავშირეებმა „საკუთარი თვალით ნახონ, რას სჩადის აგრესორი სახელმწიფო და ეს ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებში ჩაიტანონ“.
3/10 4 თებერვალს დაზიანებული სადგური სამოცმა უცხოელმა დიპლომატმა დაათვალიერა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი პერებიინისის განცხადებით, ვიზიტი იმისთვის მოეწყო, რომ უკრაინის მოკავშირეებმა „საკუთარი თვალით ნახონ, რას სჩადის აგრესორი სახელმწიფო და ეს ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებში ჩაიტანონ“.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
ოფიციალური პირების თქმით, სადგურს, რომელიც ახლა თითქმის მთლიანად განადგურებულია, „საკმაოდ დიდი დრო“ დასჭირდება აღსადგენად, რათა კიევის მცხოვრებლებისთვის სითბოს მიწოდება კვლავ შეძლოს.
4/10 ოფიციალური პირების თქმით, სადგურს, რომელიც ახლა თითქმის მთლიანად განადგურებულია, „საკმაოდ დიდი დრო“ დასჭირდება აღსადგენად, რათა კიევის მცხოვრებლებისთვის სითბოს მიწოდება კვლავ შეძლოს.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
სარესტავრაციო სამუშაოები 4 თებერვალს.
5/10 სარესტავრაციო სამუშაოები 4 თებერვალს.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
ელექტროსადგურის დირექტორის თქმით, სარესტავრაციო ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა სამუშაოებს ხელს უშლის ყინვა.
6/10 ელექტროსადგურის დირექტორის თქმით, სარესტავრაციო ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა სამუშაოებს ხელს უშლის ყინვა.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში 1100-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარია, რომელიც კიევს ბოლო წლების განმავლობაში გამოუვლია.
7/10 ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში 1100-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარია, რომელიც კიევს ბოლო წლების განმავლობაში გამოუვლია.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
„ზიანი და ნგრევის მასშტაბები უბრალოდ შოკისმომგვრელია“,  - განაცხადა გერმანიის ელჩმა უკრაინაში, ჰაიკო თომსმა, ტურის განმავლობაში. „ამას გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია დამატებითი მხარდაჭერის მოზიდვა. ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ გზა ამ ომის დასასრულებლად, რომელიც მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ რუსეთს ასე სურს“.
8/10 „ზიანი და ნგრევის მასშტაბები უბრალოდ შოკისმომგვრელია“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა უკრაინაში, ჰაიკო თომსმა, ტურის განმავლობაში. „ამას გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია დამატებითი მხარდაჭერის მოზიდვა. ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ გზა ამ ომის დასასრულებლად, რომელიც მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ რუსეთს ასე სურს“.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
ქუჩა ბელგოროდში, რუსეთი. გადაღებულია 3 თებერვალს.<br><br>Reuters-ის მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებული ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის დასავლეთით მდებარე ქალაქი ბელგოროდი ასევე ელექტროენერგიის გათიშვის წინაშე დგას. ადგილობრივი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინულმა რაკეტებმა და დრონებმა ქალაქის ენერგოობიექტები ამოიღეს მიზანში.
9/10 ქუჩა ბელგოროდში, რუსეთი. გადაღებულია 3 თებერვალს.

Reuters-ის მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებული ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის დასავლეთით მდებარე ქალაქი ბელგოროდი ასევე ელექტროენერგიის გათიშვის წინაშე დგას. ადგილობრივი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინულმა რაკეტებმა და დრონებმა ქალაქის ენერგოობიექტები ამოიღეს მიზანში.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
საცხოვრებელი კორპუსი ბელგოროდში, შებინდებისას, 3 თებერვალს.<br></br>რუსულ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის მხრიდან ქალაქის ენერგოსისტემაზე განხორციელებული მეორე თავდასხმაა. ეს, სავარაუდოდ, შურისძიებაა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოქსელზე მიმდინარე დარტყმების გამო.
10/10 საცხოვრებელი კორპუსი ბელგოროდში, შებინდებისას, 3 თებერვალს.

რუსულ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის მხრიდან ქალაქის ენერგოსისტემაზე განხორციელებული მეორე თავდასხმაა. ეს, სავარაუდოდ, შურისძიებაა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოქსელზე მიმდინარე დარტყმების გამო.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს. იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
Previous slide
Next slide

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ადმინისტრაცია უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევის შედეგად ენერგომომარაგების შეზღუდვის შესახებ იუწყებოდა 3 თებერვალსაც.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთში ენერგოობიექტებზე დარტყმის შესახებ ოფიციალურად არაფერს ამბობს. სავარაუდოდ, ეს არის პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებაზე, რის გამოც ქვეყანაში უმწვავესი ენერგოკრიზისია.

ზამთრის ძლიერი ყინვის პირობებში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და რაიონებში შეზღუდულია ელექტროენერგიით, გათბობითა და წყლით მომარაგება.







ფორუმი

XS
SM
MD
LG