რუსული მედიის ცნობით, იგი დამნაშავედ ცნეს „დაქირავებულ მოქმედებაში და დონბასში სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობაში".
„სახელმწიფო ბრალდების პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩუბეტიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, სასჯელის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში მოხდით “, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ის 2023 წელს ჩავარდა ტყვედ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქესთან, გიორგი გოგლიძესთან ერთად, რომელსაც 2025 წლის აპრილში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჟენევის კონვენციების თანახმად, დაქირავებული ჯარისკაცები არ ითვლებიან მეომარი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრებად. მათი მონაწილეობა კონფლიქტში უკანონოდ ითვლება და მათზე არ ვრცელდება კომბატანტების დაცვის მექანიზმები. თუმცა ქართველ მოხალისეებს, მათ შორის შუბითიძეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.
ასევე ნახეთ სამი ქართველი მებრძოლი რუსეთის ტყვეობაში - რის გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას?2025 წლის მარტში, პროექტმა „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი" საერთაშორისო კრიტერიუმზე დაყრდნობით, ქართველი მებრძოლები მამუკა გაწერელია, გიორგი გოგლიძე და გიორგი შუბითიძე პოლიტიკურ პატიმრებად გამოაცხადეს.
ასევე ნახეთ საგარეო უწყების განმარტებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა მექანიზმს გამოიყენებენ