ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ სამხედრო და საბიუჯეტო ხარჯების დასაფინანსებლად.
სესხი დამტკიცდა 2026-2027 წლების პერიოდისთვის. კენჭისყრაში 458 წევრმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, 140-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
უკრაინისთვის სესხი შედგება 60 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებისა და 30 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მხარდაჭერისგან. ეს დაფარავს უკრაინის საჭიროებების ორ მესამედს 2026-2027 წლებში, როგორც საბიუჯეტო, ასევე თავდაცვის სექტორებში, იტყობინება „ევროპეისკა პრავდა“.
უკრაინისთვის ერთობლივი სესხის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცდა ევროკავშირის სამიტზე 19 დეკემბერს.
ასევე ნახეთ რეკორდული სამხედრო ხარჯები და სტაგნაციაში შესული ეკონომიკა: პუტინის რთული 2026 წელი