აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სისწორე მან იმ სტუდენტებს დაუდასტურა, რომლებიც „განათლების რეფორმის“ ფარგლებში ეწინააღმდეგებიან უნივერსიტეტისთვის მხოლოდ ორი ფაკულტეტის დატოვებას.
„მე ვიყავი პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და საარჩევნო სიით ვიყრიდი კენჭს“, - თქვა სოხუმის უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორმა და „განათლების რეფორმის“ შესახებ სტუდენტის შემხვედრ კითხვას უპასუხა, რომ ემხრობა ამ ხედვას - „აუცილებლად საჭირო იყო, რომ 30 წლის შემდეგ გაკეთებულიყო“.
როგორ შეეხება „განათლების რეფორმა“ სოხუმის უნივერსიტეტს?
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ „განათლების რეფორმამდე" სოხუმის უნივერსიტეტს ხუთი ფაკულტეტი და 20-ზე მეტი მიმართულება აქვს. მომავალი წლიდან უნივერსიტეტს აფხაზური ფილოლოგიისა და რამდენიმე პროგრამის სწავლების უფლება დაუტოვეს. ასევე მომავალი წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის უნივერსიტეტში გადავა აგრარული მიმართულება, რომელიც ამ დრომდე ამ უნივერსიტეტში არ ისწავლებოდა.
რეფორმის ფარგლებში სოხუმის უნივერსიტეტს 647 სტუდენტით ნაკლების მიღების უფლება რჩება.
რეფორმის გავლენა სხვა უნივერსიტეტებზე
„ქართული ოცნების“ ხედვით, „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ უნდა ისწავლებოდეს. ამ ხედვის არგუმენტით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, 92%-ით ნაკლები სტუდენტის მიღება შეეძლება.
ასევე ნახეთ 92%-იანი შემცირება - ილიაუნის მომავალ წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება დაუტოვეს„უმაღლესი განათლების რეფორმა“
„ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ნაწილად 12 თებერვალს წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება.
„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“ - დაწერა ფეისბუკში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.
ასევე ნახეთ ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩებასაერთაშორისო მკვლევრებმა და უცხოელმა პროფესორებმა დეკემბერში მოუწოდეს ირაკლი კობახიძეს, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმას.
ასევე ნახეთ საერთაშორისო მკვლევრები და პროფესორები კობახიძეს მოუწოდებენ, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმასყველა კრიტიკის პასუხად „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არგუმენტებს ვერ ისმენს.