ნორვეგია პალესტინელებისთვის დონორთა შეხვედრას უმასპინძლებს, თუმცა ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” არ შეუერთდება

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ქალაქის საბჭო (არქივი)

ნორვეგია გეგმავს გაზაფხულზე პალესტინის დახმარების Ad-Hoc Liaison Committee-ის (AHCL) შეხვედრას უმასპინძლოს, თუმცა ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს არ შეუერთდება, განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ტრამპმა 19 თებერვალს, თავისი ინციტივით შექმნილი ე.წ. “მშვიდობის საბჭოს” პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ღაზის რეკონსტრუქციის ფონდისთვის 7 მილიარდი დოლარი შეგროვდა და რომ ნორვეგია დათანხმდა „ღონისძიების მასპინძლობას, რომელშიც “მშვიდობის საბჭოც” მიიღებს მონაწილეობას“.

ნორვეგია ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა AHCL-ს, რომელიც შეიქმნა 1993-1995 წლების ოსლოს შეთანხმებების შემდეგ, რომლებიც ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის დასრულებას ისახავდა მიზნად, თუმცა რეგიონში მშვიდობა კვლავ მიუღწეველია.

ასევე ნახეთ

გაეროს ანგარიშის თანახმად, ისრაელის ძალებმა და ჰამასმა ღაზაში სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს

„ამ ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარეები ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან... ჩვენ კონტაქტზე ვართ აშშ-სთან იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ ღაზის სექტორისთვის სამშვიდობო გეგმაზე“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

„ნორვეგიამ ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ არ გავხდებით მშვიდობის საბჭოს წევრი და ეს პოზიცია ურყევი რჩება“.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის კომისია ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება