აშშ-ის და ირანის მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება; თუ ომი დაიწყო, ირანი აპირებს თავი დაიცვას - აბას არაყჩი

აბას არაყჩი

ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის ომანის შუამავლობით მოლაპარაკება მომავალი კვირის ხუთშაბათს გაგრძელდება.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალ-ბუსაიდიმ გამოაცხადა X-ზე, რომ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 26 თებერვალს გაიმართება ჟენევაში.

მოლაპარაკების მიმდინარეობის ფონზე აშშ-მა დიდი რაოდენობის სამხედრო ძალებს მოუყარა თავი ირანის მახლობლად.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, მისი ქვეყანა საპასუხო დარტყმას მიაყენებს აშშ-ის ობიექტებს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ის მაინც ხედავს დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობას.

აშშ-ის მაუწყებელ CBS-თან საუბრისას, აბას არაყჩიმაც განაცხადა, რომ ის შეთანხმების დეტალებზე ახალ მოლაპარაკებებს ელის.

აშშ-ის სამხედრო მოქმედებების მუქარა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ირანში საპროტესტო მოძრაობას მოჰყვა მასშტაბური დარბევა, რამაც, უფლებადამცველი ჯგუფების თანახმად, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

22 თებერვალს ირანელმა სტუდენტებმა რამდენიმე უნივერსიტეტში მთავრობის მომხრე და საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გამართეს.

„თუ აშშ თავს დაგვესხმება, მაშინ ჩვენ სრული უფლება გვაქვს, თავი დავიცვათ“, - თქვა არაყჩიმ. მისი თქმით, "სავსებით შესაძლებელია დიპლომატიური გადაწყვეტაც".

ასევე ნახეთ

ეძღვნებოდა ირანის ეროვნულ დღესასწაულს და არა გადასახლების წლისთავს - ამბობს კობახიძე, თუმცა მოსაწვევზე სხვანაირად ეწერა

ჟენევაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ, ირანმა განაცხადა, რომ ამზადებს შეთანხმების წინადადების პროექტს, რომელიც თავიდან აიცილებს სამხედრო მოქმედებებს. „მე მჯერა, რომ როდესაც შევხვდებით, სავარაუდოდ, ამ ხუთშაბათს კვლავ ჟენევაში, ჩვენ შევძლებთ ამ ელემენტებზე მუშაობას, კარგი ტექსტის მომზადებას და სწრაფ შეთანხმებამდე მისვლას“, - განუცხადა არაყჩიმ CBS-ს.

დასავლეთის მთავრობები შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბომბის შექმნას ისახავს მიზნად, რასაც თეირანი დიდი ხანია უარყოფს.
არაყჩიმ ინტერვიუში განაცხადა: „როგორც სუვერენულ ქვეყანას, ჩვენ გვაქვს სრული უფლება, თავად გადავწყვიტოთ ყველაფერი“.

გასულ წელს უთანხმოების დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მცდელობა მას მერე შეწყდა, რაც ჯერ ისრაელმა და შემდეგ აშშ-მა დაიწყეს ბირთვული ობიექტების დაბომბვა, რამაც გამოიწვია 12-დღიანი ომი.

ასევე ნახეთ

Amnesty International-ის თანახმად, ირანში სულ ცოტა 30 აქტივისტს ემუქრება სიკვდილით დასჯა

ასევე ნახეთ

ნავთობის ფასი იზრდება აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე, ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა