„როცა სამხედრო მოქმედებები საბოლოოდ შეწყდება, მშვიდობა უნდა შენარჩუნებულ იქნეს,“ აღნშნა რიუტემ. მისი სიტყვებით, ამისთვის აუცილებელია უკრაინის ძლიერი შეიარაღებული ძალები, ასევე უსაფრთხოების გარანტიები ევროპის, კანადისა და აშშ-ის მხრიდან.
თავის გამოსვლაში რიუტემ ხოტბა შეასხა უკრაინელ ხალხს. „უკრაინა არის ჩუმი გმირების ერი“, თქვა მან. რიუტემ აღნიშნა, რომ კიევმა მომავალშიც უნდა მიიღოს სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, რაც აუცილებელია ფრონტის ხაზის შენარჩუნებისა და „რუსეთის საჰაერო ტერორისგან თავის დასაცავად“. მისი თქმით, „უკრაინას მეტი სჭირდება, ვინაიდან მხოლოდ დაპირებები ომს ვერ დაასრულებს“.
ასევე ნახეთ კიევში ჩავიდნენ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებისამშაბათს კიევში ჩავიდნენ ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
ომის დაწყების მეოთხე წლისთავისთვის ევროკავშირი გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის დამტკიცებას, რაც ვერ შეძლო უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო.
ფონ დერ ლაიაენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომის დაწყების შემდეგ კიევში მეათედაა, რათა დაადასტუროს, რომ ევროპა უკრაინას ურყევად უჭერს მხარს ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, ხაზი გაუსვას უკრაინის სამართლიანი ბრძოლისადმი ერთგულებას და როგორც უკრაინელ ხალხს, ისე აგრესორს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ უკან არ დაიხევენ, სანამ მშვიდობა არ აღდგება.
„ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის ძლიერ და სუვერენულ ევროპაში", დაწერა X-ში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.