"ტაქტიკები, რომლებსაც თითოეული დიქტატორი იყენებს, სულ უფრო ემსგავსება ერთმანეთს, ისინი სულ უფრო რთულდება და შემაშფოთებლად ხელშეწყობილია ტექნოლოგიითა და ინოვაციით. ეს სახელმძღვანელო სრული მასშტაბით არის წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკაში", - თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელმაც ევროპის ქვეყნებს ჩინეთის საფრთხესთან მიმართებით სიფხიზლისა და პრინციპულობისკენ მოუწოდა.
უილსონმა საქართველოზე, როგორც რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი გავლენების ცუდ მაგალითზე ილაპარაკა:
"ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, უგულებელყო ქართველი ხალხი, რომელსაც სურს თავისუფლება და კეთილდღეობა და არა ჩინეთის დიპლომატიის მომაკვდინებელი ხაფანგი და რუსული ოლიგარქია.
რუსეთი დიდი ხანია არის ბიძინას ოპერატიული ბაზა და მისი სიმდიდრის წყარო.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის გაყალბებული არჩევნებით „ქართულმა ოცნებამ“ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, სწორედ ჩინეთი აწვდის სათვალთვალო ტექნოლოგიას, პროპაგანდის არხებსა და ფინანსურ მხარდაჭერას, რაც საჭიროა პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად", - თქვა კონგრესმენმა.
ასევე ნახეთ როცა ჯარიმაა გამოსაწერი ხედავენ, როცა პოლიციელის დანაშაულია დასამტკიცებელი, ვერა - ნახეთ, სად დაამატეს ახალი "ჭკვიანი კამერები"2026 წლის შუალედური არჩევნების წინ მას პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა აქვს მოპოვებული. "ქართული ოცნება" ჯო უილსონს, რომელიც საქართველოს "MEGOBARI აქტის" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, "დიპ სტეიტის" წარმომადგენელს უწოდებს.
"კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო, ასევე, გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეისწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში“, - თქვა ქვედა პალატაში კანონპროექტის მიღებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა. "MEGOBARI აქტის" კანონად ქცევისთვის სენატში მისი მიღებაც არის საჭირო, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა.
4 მარტის მოსმენაზე უილსონმა საქართველოზე საუბრისას განმარტა შუა დერეფნის მნიშვნელობა აშშ-სთვის და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ინფრასტრუქტურა ჩინეთს ჩააბარა:
"პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მართებულად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიასა და შუა დერეფანს, ჩვენი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფისა და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ჩააბარა საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და გაყიდა ქვეყანა დამღუპველი მონობისთვის. ამერიკის წვდომა შუა დერეფანზე ფაქტობრივად კონტროლდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ".
ასევე ნახეთ ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეს შეხვდა"ჰელსინკის კომისიის" მოსმენის პარალელურად, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს და სხვა საკითხებს შორის შუა დერეფანზე საუბრობს "ქართული ოცნების" უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. ოთხშაბათს ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერს შეხვდა და მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივები და წარსულში არსებული უთანხმოებები, მათ შორის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის საკითხი განიხილა.
აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, „აგენტების კანონის“, ანტიდასავლური რიტორიკისა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილების გამო. მიუხედავად სანქციებისა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ელიან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „გადატვირთვას“ და ახალ ეტაპზე გადასვლას
ასევე ნახეთ ანაკლიის პორტი, წყალქვეშა კაბელი, "ტრამპის მარშრუტი" - რამდენად მყარია საქართველოს პოზიციები "შუა დერეფანში""რეაგირება ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციასა და იძულებაზე" - რაზე ილაპარაკეს საქართველოს გარდა
"დიქტატორები ძალადობრივ ჩაგვრას აძლიერებენ, როცა ყველაზე სუსტები არიან", - განაცხადა ჯო უილსონმა ჰელსინკის კომისიაში 4 მარტს გამართულ მოსმენაზე.
"ომს დამნაშავე პუტინმა მილიონზე მეტი რუსი შესწირა", - თქვა მან.
უილსონი ევროპას მეტი სიფრთხილისა და პრინციპულობისკენ მოუწოდებს, როცა საქმე ეხება ჩინეთთან ურთიერთობებს.
მან მოუწოდა ევროპას, რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ალიანსს აბსოლუტური პრინციპულობა დაუპირისპირონ, მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით.
"ჰელსინკის კომისიის" ვებსაიტზე ვკითხულობთ:
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიაზე რეაგირების პრიორიტიზაციის პარალელურად, აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპაში მეორე ავტორიტარულ ძალას მისცეს შესაძლებლობა, ხელში ჩაეგდო მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორები, სახელმწიფო ინსტიტუტები და კვლევითი სივრცეები. ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა ერთი ნაწილია მის მიერ ევროპის დასუსტებისა და საკუთარ ხედვაზე მორგების დიდი კამპანიისა. ამის განსახორციელებლად, ჩინეთი სხვადასხვაგვარ მიდგომებს მიმართავს, დაწყებული ფარული პოლიტიკური გავლენითა და მტაცებლური ინდუსტრიული პოლიტიკით, გაგრძელებული ტრანსნაციონალური რეპრესიებით".
"ჰელსინკის კომისიის" განცხადებით, ჩინეთისთვის, რომელსაც ომში მყოფი რუსეთი ეხმარება, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ხარვეზებზე კაპიტალიზაციის შესაძლებლობის მიცემა, საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და ნატოს სტრატეგიულ ინტერესებს.
ასევე ნახეთ დემოკრატიული უკუსვლა, „ტრამპის მარშრუტის“ მიღმა - რა თქვეს „ჰელსინკის კომისიაში“ საქართველოზე"ჰელსინკის კომისიის" 4 მარტის მოსმენაზე შეეცადნენ შეეფასებინათ ჩინეთის მზარდი წვდომა წამყვან სექტორებზე, მთავრობებსა და ინსტიტუტებზე მთელ ევროპაში და ამ ტენდენციის აღმოფხვრაში აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესზე.
მიწვეულებმა იმსჯელეს, რა როლი შეიძლება შეასრულოს აშშ-მა, რომ მხარი დაუჭიროს მოკავშირეებს ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად სისტემების გაძლიერებაში. "ჰელსინკის კომისიაში" მიწვეულთაგან ერთ-ერთი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიდმანტას ვერბიცკასი იყო. მის გარდა, იყო კიდევ ორი სპიკერი: ოდრი ვონგი, American Enterprise Institute-ის არარეზიდენტი უფროსი მკვლევარი და ვალბონა ცენელი, "ატლანტიკური საბჭოს" არარეზიდენტი უფროსი მკვლევარი.
"ჰელსინკის კომისიაში" საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა 11 თებერვალს. მთავარი საკითხი მაშინ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა იყო.
"ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია", იგივე "ჰელსინკის კომისია", არის აშშ-ის ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი კომისია. ის თვალყურს ადევნებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვას, როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ფაქტორებს.
ასევე ნახეთ “საქართველო ევროპის ნაწილია, “ქართული ოცნება” - არა” - ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშზე იმსჯელეს