- ორგანიზაცია 100-100 ათასი ლარის გადახდას მოითხოვდა.
„მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ვერანაირი თანხა ვერ იქნება ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ექვივალენტური. თუმცა, კომპენსაცია უნდა იყოს ღირსეული და შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოებებს, მათ შორის ყოფილი აღსაზრდელების ასაკს, მათ განსაკუთრებულ მოწყვლადობას, ძალადობის ფორმებსა და ხანგრძლივობას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში მიმართა.
რა ეწერა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებაში?
კომიტეტმა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე დარღვევა საქართველოს 2024 წლის 27 ივნისს დაუდგინა.
კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა „ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის პანსიონში განთავსებული, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, მათ შორის ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობისა და შეურაცხყოფისგან და ამით დაარღვია ბავშვის უფლებათა კონვენციით აღებული ვალდებულებები“.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინდა - PHRრა ხდებოდა პანსიონში?
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო?ანგარიშების მიხედვით, ბავშვებს შორის ხშირი იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ბულინგის, ასევე აღმზრდელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური დასჯის ფაქტები ისეთი ფორმებით, როგორიცაა მეტანიის კეთება, საკვების გარეშე დატოვება, ჩაკეტვა და იძულებითი ხოხვა.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს