ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო რეგიონიდან თბილისსა და ბათუმში ფრენების უმეტესობა კვლავ გაუქმებულია.
კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიდან შესრულდა 5 რეისი (ღამის რეისები არ სრულდება). აბუ-დაბისა და შარჯის რეისები ამ ეტაპზე კვლავ გაუქმებულია.
დღეს, 10 მარტს, თბილისის აეროპორტში გაუქმდა რეისები შემდეგი ქალაქებიდან:
- თელ-ავივი (4)
- თეირანი (2)
- შარჯა (2)
- ქუვეითი (2)
- აბუ-დაბი (1)
- დოჰა (1)
- დუბაი (1).
ორი რეისი გაუქმდა დღეს თელ-ავივიდან ბათუმში.
ამასთან, თბილისიდან თელ-ავივში სრულდება საევაკუაციო ფრენები, რომლებითაც ისრაელის მოქალაქეები საქართველოდან სამშობლოში ბრუნდებიან. 10 მარტს სამი ასეთი რეისია დაგეგმილი.
28 თებერვლის შემდეგ, როცა დაიწყო აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთს შორის ათეულობით ფრენა გაუქმდა.
ასევე ნახეთ თელ-ავივიდან დუბაიმდე: ქართველები დაბრუნებას ცდილობენაშშ და ისრაელი სამხედრო ოპერაციის დასრულების ვადებს ამ ეტაპზე არ ასახელებენ.