ყველაზე მეტი, 58 გამამტყუნებელი განაჩენი, კი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამის შესახებ გამოცემა "Вот Так"("აი, ასე") წერს. ამავე წყაროს ცნობით, მეორე და მესამე ადგილზე აშშ-ის (22) და გაერთიანებული სამეფოს (12) მოქალაქეები არიან. ამ საქმეების ყველა ფიგურანტი რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.
ბოლო გადაწყვეტილება 2026 წლის 10 მარტს გამოიტანა სასამართლომ. დასავლეთის მეორე ოლქის სამხედრო სასამართლომ 53 წლის საქართველოს მოქალაქე ზაზა შონიას დაუსწრებლად 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - „პირველი რვა წელი ციხეში, ხოლო დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, 1,6 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმასთან ერთად“.
რუსი მოსამართლეების თანახმად, შონიას დანაშაულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. განაჩენში ხაზგასმით იყო აღნიშნული საქართველოს მოქალაქის როლი უკრაინის არმიის მიერ კურსკის ოლქში ჩატარებულ ოპერაციაში.
ნიკოლაი პოლოზოვი, უკრაინელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი უცხოელებისთვის დაუსწრებელი განაჩენების გამოტანით, მოსკოვს რამდენიმე მიზანი ამოძრავებს. პირველ რიგში, ის თავისი მოწინააღმდეგის დემონიზაციას ცდილობს იმის წარმოჩენით, თითქოს მის მხარეს ნაცისტები და უპრინციპო დაქირავებული ადამიანები არის, რომლებიც ფულის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეებსა და ჯარისკაცებს ხოცავენ.
ასევე ნახეთ რუსეთმა „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტი მებრძოლი პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცაპოლოზოვის ვარაუდით, ამით შეიძლება აიხსნას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში „დაქირავებული პირების“ შესახებ მუხლის მასობრივად გამოყენება და მუდმივ ხაზგასმა იმაზე, რომ ეს დაქირავებულები უცხოელები დიდ თანხებს იღებენ.
ამასთან, პოლოზოვის თქმით, იურიდიული თვალსაზრისით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე უცხოელი მებრძოლების დაქირავებულებად მოხსენიება არასწორია - ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები არიან; ბევრი მათგანი მოხალისეა, რომელთა ძირითადი მოტივაცია ფინანსური გამორჩენა არ არის.
პოლოზოვის ვარაუდით, ის რომ, იმ უცხოელებს შორის, ვისაც დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა უკრაინის შეიარაღებული ძალებში დაქირავებულებისთვის, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა, შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამ კატეგორიის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს.
„პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ქართული ლეგიონის სისტემატურ მუშაობას. მეორეც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებში საქართველოში ხელისუფლება რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი პოლიტიკური ძალის ხელშია. არ გამოვრიცხავ, რომ სადაზვერვო სამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფი ქართველი მოხალისეების შესახებ ზოგიერთი მონაცემი მოსკოვს გადაეცა. ახლა კი ეს სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციისთვის გამოიყენება“, - თქვა პოლოზოვმა „ვოტ ტაკთან“ ინტერვიუში.
ასევე ნახეთ სუსი აქვეყნებს მოკვლევის შედეგებს ყოფილი სამხედროს დოსიეს რუსების ხელში ჩავარდნაზე2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩნდა.
მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოკვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან არ გავრცელებულა. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ არსებობს საფუძველი, რომ "აღნიშნული კამპანია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება როგორც ქართული სპეცსამსახურის, ისე თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას".
ასევე ნახეთ რუსეთი ეძებს საქართველოს მოქალაქეებს იქ, სადაც ხელი მიუწვდებაგასული წლის თებერვალში გამოცემა "მედიაზონამ" გამოაქვეყნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა ქვეყნის ძებნილი მოქალაქეების სია - მათ რუსეთი „უცხოელი დაქირავებულების“ სტატუსით ეძებდა. აქედან ყველაზე დიდი ჯგუფი, 100 ძებნილი, საქართველოს მოქალაქეებისგან შედგებოდა.