„მათ თავად თქვეს უარი, ჩვენ ვერავის ვერაფერს ვერ ვაიძულებთ... პარლამენტი არის ამისთვის [დიალოგისთვის]. ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები, შეეძლოთ ამის მონაწილეები ყოფილიყვნენ და დახიეს მანდატები.
შეუძლიათ, როგორც მოქალაქეები კომიტეტის სხდომაზე მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა, როგორც მოქალაქეებმა. ეს იქნება მათი ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში.
იმ ხალხს ჩვენ ვერაფერს ვაიძულებთ. ეს არ არის საბავშვო ბაღი - ხელი ჩავჭიდოთ და ვთქვათ, რომ შეეშალათ და კიდევ ერთხელ ვატაროთ. ზრდასრული ხალხია. მათ აირჩიეს ქუჩა“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიულ პროცესად შეაფასა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება და იმ კანონების მიღება, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
ასევე ნახეთ გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“„ყველაფერს, სინამდვილეში, კონსტიტუცია ალაგებს, თავის ადგილს უჩენს ყველას. ვინც გადის დემოკრატიის მიღმა, ის რჩება დემოკრატიული პროცესების მიღმა, იმიტომ რომ თავს იყენებს დემოკრატიის მიღმა ერთი, და მეორე: ვინც არის დემოკრატიის მტერი, ის ვერ ისარგებლებს დემოკრატიის სიკეთეებით. აი, ეს არის მარტივი ფორმულა“, - თქვა მან.
8-10 მარტს საქართველოში მყოფი ეუთოს დელეგაცია სახელისუფლებო პარტიას, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონსმა თქვა, რომ მათ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დროს წამოჭრეს დიალოგის საჭიროების საკითხი.
„ამ ქვეყანაში დიალოგი არ არსებობს”, - თქვა მან.
ასევე ნახეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ვითარება გვავალდებულებს ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლების საკითხიუფრო ადრე დელეგაციის წევრები შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, მათ შორის მათ, ვინც პარლამენტში აღარ აგრძელებს მუშაობას. 2024 წელს, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული 5%-იანი ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“) გადალახა. მათგან მხოლოდ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ.
ასევე ნახეთ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეუთოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს?ოთხივე ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ. თითქმის 1,5 წელია უწყვეტად გრძელდება აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.