ილია მეორის დაკრძალვას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის ვატიკანიდან. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედია საშუალება - Catholic.ge.
დაკრძალვას დაესწრებიან:
- ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი;
- მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;
- მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;
- მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქარათველოში;
- ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;
- მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.
- 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
- სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
- კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
- საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან;
- სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეთა უწყვეტი რიგებია. ტაძარი დღე-ღამის განმავლობაში ღიაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული ვადით მუშაობს.