რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე გზავნის მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტს, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, ბენიამინს (ტუპიეკას).
„მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბელორუსიიდან. ბელორუსიიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი, რომელიც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია“, - განაცხადა დღეს დეკანოზმა თეოდორე კრიჩეტოვმა.
„ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი“, - დასძინა მან.
ასევე ნახეთ რუსეთის საპატრიარქო თბილისში სავარაუდოდ ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს გზავნისინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესიას ეგზარქოს ბენიამინს გამოგზავნის, რუსეთის მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა 19 მარტს.
მცირე ხნით ადრე საპატრიარქო ეგზარქოსმა ბენიამინმა სამძიმრის წერილი გაავრცელა ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ასევე ნახეთ ილია II-ის დაკრძალვა: შეხვდებიან ერთმანეთს სამებაში კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის ეკლესიები?