ხანძრის შედეგად ავტომანქანებში ბალონები აფეთქდა. ჩაიმსხვრა მეზობლად მდებარე სახლის ფანჯრები. ხანძრის და აფეთქების გამო არავინ დაშავებულა.
პოლიცია მომხდარს იძიებს როგორც ანტისემიტიზმის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ებრაული ორგანიზაციის ავტომანქანების დაწვას უწოდა „შოკისმომგვრელი ანტისემიტური შეტევა“ და განაცხადა, რომ ბრიტანულ საზოგადოებაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის.
ასევე ნახეთ აფეთქება მოხდა ბელგიის ქალაქ ლიეჟის სინაგოგასთანსამედიცინო დახმარების ავტომანქანები ებრაული თემის მოხალისეთა არაკომერციული ორგანიზაცია Hatzola-ს საკუთრება იყო.
ორგანიზაციის საიტის თანახმად, ის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უფასოდ უწევს ჩრდილოეთ ლონდონის მცხოვრებთ. Hatzola ლონდონის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურებთან თანამშრომლობს.
ლონდონის მთავარმა რაბინმა ეფრაიმ მირვისმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ერთადერთი მისიაა როგორც ებრაელების, ისე არაებრელების სიცოცხლის დაცვა.