რამდენიმე სენატორი აშშ-ის ნატოში დარჩენის საკითხს ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ალიანსიდან გასვლით დაიმუქრნენ.

სენატის წამყვანი წევრები განცხადებით გამოეხმაურნენ აშშ-ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დარჩენის საკითხს და მხარდაჭერა გამოხატეს.

ერთობლივ განცხადებაში დემოკრატი კრის კუნსი და რესპუბლიკელი მიჩ მაკკონი წერენ, რომ სენატი გააგრძელებს სამხედრო ალიანსის მხარდაჭერას. მათი თქმით, ნატო ამერიკას, ევროპასა და მსოფლიოს მშვიდობასა და დაცვას სთავაზობს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ალიანსიდან გასვლით დაიმუქრნენ.

ისინი ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას ადანაშაულებენ, რომ არ უჭერენ მხარს აშშ-სა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ. თუმცა 1 აპრილს, თავის სატელევიზიო მიმართვაში, ტრამპს ალიანსი არ ხსენებია.

ნატოს სამხედრო ხარჯების უდიდესი წილი, 60 პროცენტზე მეტი, აშშ-ზე მოდის.

ასევე ნახეთ

ტრამპი: აშშ ნატოდან გასვლას განიხილავს

ასევე ნახეთ

ნატოს ანგარიში გამოქვეყნდა - რა წერია საქართველოზე