ზელენსკი რუსეთს "სააღდგომო ესკალაციაში" სდებს ბრალს

ხანძარი სუმიში, რუსეთის დარტყმის შემდეგ, უკრაინა, 2026 წლის 4 აპრილი

უკრაინაში მოსკოვის მხრიდან სრული მასშტაბით შეჭრიდან 1500 დღე გავიდა, და ამ დღეს, 3-4 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინის მასშტაბით კვლავ განახორციელა მასშტაბური დარტყმები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმების ტალღას უწოდა "სააღდგომო ესკალაცია" - მას შემდეგ, რაც კრემლმა ოფიციალურად უარყო მისი წინადადება დღესასწაულის პერიოდში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინაზე დარტყმები მიიტანა 286 დრონით, მათ შორის "შაჰედის" ტიპის 200-მდე უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის თავდაცვამ მათგან 260 გადაიტაცა, 11 დრონი 10 ადგილს მოხვდა, ნამსხვრევები ექვს ადგილზე ჩამოვარდა. უკრაინის მასშტაბით 14 დაღუპულზე ვრცელდება ცნობები.

პარალელურად, უკრაინამ დრონებით და რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელა იერიშები. რუსეთი აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში გადაიტაცა უკრაინის 192 დრონი.

Reuters-ის თანახმად, როსტოვის რეგიონზე კომბინირებული შეტევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი პირი დაიჭრა.

ასევე ნახეთ

კრამატორსკზე რუსეთის ჯარების დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა