7 აპრილს პირველი სასამართლო სხდომა იმართება მას შემდეგ, რაც ყოფილი მაღალჩინოსანი კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებით გასული წლის ბოლოს დააკავეს.
წინასასამართლო სხდომის დაწყების წინ, - რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ, - ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა:
„ვფიქრობთ, რომ მოცემული მტკიცებულებები არ უნდა იყოს საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად“.
„ირიბი მტკიცებულებების სიმრავლე არ ნიშნავს დანაშაულის დადასტურებას“, - განაცხადა ადვოკატმა.
მან ასევე თქვა, რომ ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობაზე და საქმის არსობრივ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ყოფილი მაღალჩინოსანი დღევანდელ სხდომას ესწრება.
ასევე ნახეთ
5 ამბავი, რომელთა გამოძიებაც ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს დაასწრესდახურული სხდომა
„ჩვენ არა გვაქვს პოზიცია, რომ დახურული იყოს სხდომა. ჩვენ დასამალი არაფერი არა გვაქვს“, - თქვა ადვოკატმა.
თავდაპირველად სხდომაზე ჟურნალისტები დაუშვეს, თუმცა მალევე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურორის ერთ-ერთი არგუმენტი სხდომის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას იყო „მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე“.
პროკურატურის პოზიციით, თუკი მოწმეთა ვინაობები ან ჩვენებები საჯაროდ გამჟღავნდება, შეიძლება მათ და მათი ოჯახის წევრებს საფრთხე შეექმნათ.
პროკურორის თქმითვე, იგივე მოწმეები სხვა მაღალჩინოსნებზეც აწვდიან გამოძიებასა და სასამართლოს ინფორმაციას.
„არ არის დამნაშავე“
ადვოკატის თქმით, ლილუაშვილის პოზიციაა, რომ ის არ არის დამნაშავე.
ის ამ ეტაპზე ვერც იმ კითხვაზე ვერ პასუხობს, საპროცესო შეთანხმებაზე - თუკი შესთავაზებენ - თანახმა იქნება თუ არა; პროკურატურას საამისო მზაობა არ გამოუთქვამს. ადვოკატის თქმითვე, ამჟამად ამ საკითხზე არ უსაუბრიათ.
კითხვაზე, თავად გრიგოლ ლილუაშვილი რას უკავშირებს ბრალდებას, ამბობს:
„ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შეყვანილი გამოძიება იმ მტკიცებულებებით, რომლებსაც ეყრდნობა დღეს“.
„[იმ] მტკიცებულებებით, რაც შეგროვდა, წარმოიქმნა მცდარი პოზიცია და მცდარი აზრი მისი ბრალეულობის შესახებ“, - თქვა მან.
ადვოკატმა არ უპასუხა კითხვას, თუ „ვინ დაადო ხელი“ გრიგოლ ლილუაშვილს.
ასევე ნახეთ
სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს - ის სხდომას არ დასწრებიასუსის უფროსი კორუფციული ბრალდებებითაა დაპატიმრებული
სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.
მას „ბრალად ედება ქრთამის აღება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე“.
ლილუაშვილს 2025 წლის 24 დეკემბერს შეუფარდეს „წინასწარი პატიმრობა“ და მას შემდეგ რუსთავის მე-12 ციხეშია.
- ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი „ქოლცენტრებსაც“ უკავშირდება.
- პროკურატურაში განაცხადეს, რომ 2021-2023 წლებში საქართველოში „ქოლცენტრების“ შედარებით „მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი“.
ასევე ნახეთ
სუსის უფროსი, გენპროკურორი, მკვლელობის შემკვეთი, ჟურნალისტი და თაღლითი ერთ სქემაში – „ქოლცენტრების“ საქმეგრიგოლ ლილუაშვილმა 2025 წლის 2 აპრილს დატოვა სუსის უფროსის პოსტი.
თავდაპირველად მას რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდნენ, თუმცა 4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.
მოგვიანებით დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრები და მისი ნათესავები:
- ბიჭიკო პაიკიძე, რომლის შვილის ნათლიაცაა გრიგოლ ლილუაშვილი. ბიზნესმენი ვანის 2017 და 2021 წლების მოწვევის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა; ბიჭიკო პაიკიძემ წლების წინ, 2016 წელს, „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა.
- კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
- ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში.