„რუსო მონავ, მოღალატევ და გამყიდველო! რუსო აგენტო! ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების გამყიდველო!“ - ამ სიტყვებით მიმ
ართავდა მეყანწიშვილი დავითულიანს მაშინ, როცა ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
„გავიგე, ახლა მიბრუნდი. იმდენს წვალობ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენო და არ მოგაყენებ“, - უთხრა პოლიტიკოსმა დემონსტრანტს და ზურგი აქცია.
მეყანწიშვილი კვლავ აგრძელებდა პოლიტიკოსთან კომუნიკაციას, რასაც დავითულიანი ხმის აწევით პასუხობდა.
„გავიგე, გაბრძანდი! გაიწიე! მერე, მერე... ვაიმე, გული მისკდება ამას რომ მეუბნები“, - მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დემონსტრანტს, ხელი ჩაავლო და მოიშორა.
ამის შემდეგ დავითულიანი თანმხლებმა პირებმა გაიყვანეს.
რა ხდება 9 აპრილის მემორიალთან
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.
პარლამენტის წინ, მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ დემონსტრანტები, რომლებიც წელიწადზე მეტია აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს. მათ სურდათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ასევე ნახეთ
9 აპრილის მემორიალიდან დააკავეს კაცი, რომელსაც მაისურზე ივანიშვილსა და კობახიძეზე წარწერა ჰქონდა„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსთაველზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პოლიციამ დემონსტრანტების ერთ მხარეს გადაყვანა შეძლო.
ასევე ნახეთ
მთავრობის წევრების მისვლამდე 9 აპრილის მემორიალთან პოლიცია გამოჩნდამემორიალთან მივიდნენ:
- პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი;
- პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
- საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
- თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
- სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
- სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში - თეა ახვლედიანი;
- პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი;
- „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
„მონებო“, „რუსებო“, - ისმოდა შეძახილები მათი გამოჩენის დროს.
ასევე ნახეთ
„მონებო“, „რუსებო“ - ამ შეძახილებით დახვდნენ 9 აპრილის მემორიალთან მისულ ხელისუფლებასგასულ 2025 წელს, ამავე ადგილზე იდგნენ დემონსტრანტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ არ მისულან, მოგვიანებით თქვეს, რომ ესკალაცია აიცილეს თავიდან.