„500 დღეა, რაც ვდგავართ ერთად, მტკიცედ და შეუპოვრად. სწორედ ამ ერთიანობამ შეგვაძლებინა წინააღმდეგობის შენარჩუნება. სწორედ ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა! დაყოფილი ხალხი ნიშნავს დაუცველ საქართველოს. ამიტომ ცდილობს ივანიშვილი ჩვენს დაყოფას და დაპირისპირებას. მაგრამ ჩვენ ვიცით: როცა ხალხი ერთ მუჭად არის შეკრული - ქვეყანა დაცულია“, - წერენ შაბათის მარშის ორგანიზატორები.
დღეს მარშის მთავარი სლოგანია "ძალა ერთობაშია".
შაბათის მარშების თემები სულ იცვლება - თავდაპირველად მისი მონაწილეები მოითხოვდნენ, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაწყებულიყო საერთაშორისო გამოძიებაც იმის გასარკვევად, თუ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2024 წლის პროევროპული დემონსტრაციების დაშლის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ. შემდეგ იყო ლოზუნგი "დაიცავი განათლება", „ფასები გვახრჩობს“, „ძალა ერთობაშია“, „არა რუსულ პროპაგანდისტილ არხებს“ და სხვა.
11 აპრილის მარში აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა და მისი მონაწილეები აპირებენ აღდგომის ღამეს რუსთაველზე შეხვდნენ.
ასევე ნახეთ
თბილისში პატიმრების სოლიდარობის მარში იმართებაასევე ნახეთ
„ფასები გვახრჩობს“ - თბილისში იმართება შაბათის საპროტესტო მარშიუწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.